საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 

                                                                                                                                    
№ 19/29 - 01 

13.11.2023

ქ.თბილისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ გამოკითხვების (დამსაქმებლის გამოკითხვები, სტუდენტთა კმაყოფილების კვლევა, კურსდამთავრებულთა გამოკითხვა, სტუდენტების დასაქმება, აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის კითხვარი, დოქატორანტების კითხვარი) ჩატარებისა და ანალიზის ჯგუფის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ გამოკითხვების (დამსაქმებლის გამოკითხვები, სტუდენტთა კმაყოფილების კვლევა, კურსდამთავრებულთა გამოკითხვა, სტუდენტების დასაქმება, აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის კითხვარი, დოქატორანტების კითხვარი) ჩატარებისა და ანალიზის მიზნით  შეიქმნას კვლევითი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი (კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი)
ბ) ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი
გ) ასოცირებული პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე
დ) ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი
ე) ასოცირებული პროფესორი ნატო კაკაშვილი
ვ) ასისტენტ პროფესორი დეა ფირცხალაიშვილი
ზ) ასისტენტ პროფესორი ნინო ლობჟანიძე

2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი        პროფესორი          გიორგი ღაღანიძე